• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

ალია ავტორი - ალია
18:30 03-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
297

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს – ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ე.წ. „არჩევნები“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოაწყო.

განცხადების თანახმად, რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა.

საფრანგეთი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აღნიშნავს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთე ვადით დარჩება. რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური ოპოზიციური მოღვაწე, ალექსეი ნავალნი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა, სხვა გარემოებებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პატიმრობის პირობების გამკაცრების შედეგად. კანდიდატებს, რომლებიც უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ, რამაც პლურალიზმის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მედიასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იყო. კიდევ ერთხელ, თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ დაკმაყოფილდა. საფრანგეთი რუსეთის მრავალი მოქალაქის გამბედაობას მიესალმება, რომლებმაც მათ ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობა მშვიდობიანად აჩვენეს. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნები ყოველგვარი მიუკერძოებელი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე მიმდინარეობდა“, – აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved