61 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, ბერი იოანე გარდაიცვალა.
საპატრიარქოს მიერ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერ იოანეს სამშაბათს, 2021 წლის 14 სექტემბერს, 14 საათზე, ელიას მთაზე მდებარე მონასტრის საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„დღეს, 2021 წლის 11 სექტემბერს, 61 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, ბერი იოანე (გვასალია).
ბერ იოანეს დაკრძალავენ სამშაბათს, 2021 წლის 14 სექტემბერს,14 საათზე, ელიას მთაზე მდებარე მონასტრის საძმო სასაფლაოზე. მწუხარებას გამოვთქვამთ მამა იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი იოანე,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები