• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპატრიარქო გამოუვალ მდგომარეობაშია, შესაძლოა, სინოდის მოწვევა კიდევ გახდეს საჭირო”

ალია ავტორი - ალია
21:47 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიაქო გამოსწორებას ცდილობს იმ შეცდომების, რომლებიც მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაუშვა. თეოლოგის აზრით,  შესაძლოა, სინოდის სხდომის მოწვევა საჭირო კვლავ გახდეს.

არსებული ინფორმაციით, დღეს საპატრიაქოში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, რომელსაც სხვა მეუფეებთან ერთად, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც ესწრებოდა.

როგორც ტიგინაშვილმა განაცხადა, ამ შეხვედრის მიზანი სხვა არაფერია თუ არა, საპატრიარქოს მიერ ჩიხიდან გამოსვლის მორიგი მცდელობა.

“ვფიქრობ, საპატრიარქოში გამართული შეხვედრა ემსახურება იმ ჩიხიდან გამოსვლას, რაც საპატრიარქომ თავისი უგნური, არამართლზომიერი და გაუაზრებელი პოლიტიკის გატარებით გამოიწვია. საპატრიარქო, პრაქტიკულად, გამოუვალ მდგომარეობაშია და ახლა, შესაძლოა, იქ მსჯელობა ამ სიტუაციიდან თავდახსნის გზებზე მიმდინარეობდეს.

თან, სინოდური განჩინებაც  არ არის აღსრულებული, რადგან დღეს ეკლესიები იხურება და ღვთისმსახურებებს მრევლი არ ესწრება. ახლა საპატრიარქოს მიერ ღია კარების მტვრევა და ხელოვნურად ვითარების დაძაბვა ასოციალური, ანტისახლემწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ნარატივია, რაზეც რამდენიმე გულწრფელი  ადამიანიც  არის წამოგებული“,- განაცახდა ტიგინაშვილმა.

თეოლოგი აცხადებს, რომ  ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სინოდის სხდომა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიმართოს.

“კულუარულად ითქვა, რომ შესაძლოა, სინოდის სხდომის გამართვა განმეორებით გახდეს საჭირო, რადგან ცალკეულმა მღვდელმთავრებმა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. განჩინების მიხედვით კი,  ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, მორწმუნე ადამიანები ტაძარში უნდა დადიოდნენ.

დიდი ალბათობით, საპატრიაქოს ადმინისტრაციის სამდივნო შორენა თეთრუაშვილისა და ანდრია ჯაღმაიძის თაოსნობით, იღებს ისეთ გადაწვეტილებებს, რომლებიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია“, – განაცხადა ტიგინაშვილმა.

2020NEWS

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved