თბილისის მერი, კახა კალაძე ოთხი ტელევიზიის, ფორმულას, ტვ პირველის, მთავარისა და კავკასიას შეთავაზებას საერთო დებატებთან დაკავშირებით არ იღებს – ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის განცხადებას, ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“პოლიტიკოსი რომ ამბობს, კრიტიკულ არხებზე დებატებზე არ მივალო, ეგ იგივეა, ფეხბურთელმა თქვას, გასვლით მატჩებში არ ვითამაშებ, მხოლოდ საკუთარ მოედანზე გამოვალო. რა ვიცი, იქნებ ასე მაინც გაიგოს”-წერს ვახო სანაია.
კომენტარები