„თუ ირაკლის კობახიძეს უნდა ქვეყნაში კიდევ უფრო მეტად ვითარების ესკალაცია, მარტო იმიტომ რომ მას ჰქონდეს კომფორტული, პოლიტიკური გარემო, მგონია რომ ამ ქვეყნის და ამ ხალხის სიკეთე არ უნდა. ზოგადად მაგ ადმიანზე კარგი აზრის არ ვარ და შესაბამისად არ ველოდები რაიმეს კარგს მისგან. ირაკლი არ თამაშობდა პოზიტიურ როლს ქართულ ოცნებაში, ყოველთვის ძაბავდა ვითარებას. არ დამავიწყდება ის სხდომა, როდესაც პირადი საკითხის განხილვა ხდებოდა – ჩემი, ბექა ნაცვილიშვილის და ლევან კობერიძის, არ იქცევიან დისწიფლინურად, პარტიის პოზიციას არ იზიარებენ რაღაც საკითხებშიო და როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ გედისთავ მე თვითონ მოვილაპარაკებ და არ გვინდა ამ საკითხის განხილვაო, მერე მიუბრუნდა კობახიძეს და ეკითხება ბექა რას აშავებდაო, რა მითხარი მაშინო? ჩამშვების და ენის მიტანის ფუნქცია არ უნდა აიღო ადამიანმა პოლიტიკაში. სამწუხაროდ კობახიძეს ჩამშვების ფუნქცია ჰქონდა პარტიაში. ივანიშვილთან ჩვენზე ნეგატიური ინფორმაცია მიჰქონდა, მაშინ როდესაც ერთი პარტიის წევრები ვიყავი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გედი ფოფხაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.
კომენტარები