მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
როგორც ბითაძე განმარტავს, თმის გადაპარსვაზე დაკავებულმა რამდენჯერმე თქვა უარი.
“ლაზარემ ადვოკატებს განგვიმარტა, რომ სამჯერ და ოთხჯერ უთხრა უარი და განუმარტა, რომ არ სურდა მას თმის გადაპარსვა, რაზედაც თქვა, რომ ჩამაცივდნენო და მერე იძულებული გავხდი გადამეპარსა თმაო. ეს მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდო. როდესაც დააკავეს იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის დეპარტამენტში და იქ შეზღუდვა ადვოკატის უფლება, როდესაც დაკავებისთანავე აქვს ადვოკატის ყოლის უფლება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ შემოსულებიო, გამომკითხესო საქმის გარემოებებიო, მაგრამ ეს დეტალები მათთვის არ მომიყოლიაო”, – თქვა ლიკა ბითაძემ.
კომენტარები