• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამინისტრომ ყველას დაუგზავნა სმს-ი, ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა და ამით პანიკური ვითარება შექმნა“ – რას პასუხობს შემოსავლების სამსახური რომან გოცირიძეს?

ალია ავტორი - ალია
16:23 10-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

ეკონომისტი რომან გოცირიძე ფიზიკურ პირთა მიერ ქონების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:

„მოვიდა ქონების გადასახადის დრო ანუ სმს-მა რა ქნა!
“იავნანამ რა ქნას” მოტივებზე:))
სამინისტრომ ყველას დაუგზავნა სმს-ი, ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა და ამით პანიკური ვითარება შექმნა ქვეყანაში. თავისთავად შეხსენება არ არის ცუდი. წინათაც აკეთებდა ამას, მაგრამ როგორც ჩანს, გადასახადი შემოაკლდა, აიღო სატელეფონო წიგნი და სკოლის მოსწავლეებსაც დაუგზავნა შეტყობინება. მოსწავლეებზე ვხუმრობ, მაგრამ არც არაფერია გამორიცხული.
ხალხმა გაიკითხ-გამოიკითხა, ჩემი პოსტებიც წაიკითხა ( მილიონს გადააჭარბა არასრულ ორ დღეში ამ საკითხზე ჩემი ერთ-ერთი პოსტის მნახველთა რაოდენობამ, რაც, რა თქმა უნდა, მთავრობის სმს კამპანიის დამსახურებაცაა) და აღმოაჩინა, რომ ემიგრაციიდან გადმორიცხული ფულის აქ მიმღებ პირს ეს თანხა შემოსავლებში ეთვლება და განსაზღვრულ ოდენობამდე მიღწევის შემთხვევაში ქონების გადასახადის გადამხდელი ხდება. ამან ემიგრაციაც აღაშფოთა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ქართული ოცნების” მომხრეებიც ვერ მალავენ აღშფოთებას. მათ ერთი მეხი თავზე კორუფციული სკანდალების გამო დაეცათ, როცა გაიგეს, თუ როგორ უმოწყალოდ ძარცვავდნენ მათი რჩეულები ქვეყანას და მეორე აგერ, ახლა, როცა პირადად მათი ოჯახების ძარცვასაც აპირებენ.
საქართველოში ხელფასების სახით გაცემული თანხა დაახლოებით 20 მილიარდი ლარია წელიწადში, მაშინ როცა უცხოეთიდან ახლობლებისგან მიღებული ფულადი გზავნილები მის ნახევარს, 10 მილიარდ ლარს შეადგენს( 3,5 მილიარდი დოლარი). ეს უკანასკნელი არასდროს იყო აქტუალური ქონების გადასახადის გაანგარიშებისას, ვინაიდან ტექნიკურად საწვალებელია და ასეულ ათასობით კერძო პირის საბანკო ანგარიშების შემოწმება გახდებოდა საჭირო. ფაქტია, რომ კანონი ამას ითვალისწინებს და თუ არ შეიცვალა, ამ ადამინებსაც მიადგებიან. ასეთები ასეულ ათასობითაა. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ბიუჯეტის შევსება დიდ პრობლემებს წააწყდება მომავალში და მაშინ გაახსენდებათ ის, რასაც საარჩევნო მოსაზრებით არ ეხებოდნენ. მერე კი ნახეთ ნამდვილი რევოლუცია.
მთავრობამ ძალაუნებურად ხალხი გამოაფხიზლა.
ჩემმა მრავალწლიანმა მცდელობამ, რომ 20 წლის წინ მიღებული, უკვე საშინლად მოძველებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დაბეგვრის წესი შეცვლილიყო, შედეგი ვერ გამოიღო. ორი კანონპროექტი ჩამიგდეს პარლამენტში, ორივეჯერ ყველა მეთანხმებოდა, მათ შორის მთავრობაც, რომ სწორი ვიყავი, მაგრამ თავად აპირებდნენ მალე უკეთესის მიღებას და ლამის ბოდიშისმოხდით აჭერდნენ წითელ ღილაკს ხელს უმრავლესობის დეპუტატები. უკეთესში იგულისხმებოდა როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების დაბეგვრის წესის შეცვლა ერთდროულად. ამ საბაბით წლებია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. საწარმოთა დაბეგვრის წესს შეცვლა არ სჭირდება, მხოლოდ განაკვეთის შემცირებაა საჭირო და ეს ზუსტად ერთი წუთის საქმეა.
პარლამენტში “ოცნების” დეპუტატები მოდიოდნენ ჩემთან და მთხოვდნენ, რომ არ შემეწყვიტა ძალისხმევა. ერთმა დეპუტატმა ქალმა( ახლაც პარლამენტშია), დარდით გამანდო, რომ ჩემი ნათესავი ქმარს ფიქტიურად გაეყარა, რომ ქონების გადასახადი არ გადაეხადათ, ძალიან ბევრი უწევდათ, ლამის შემოსავლების ნახევარიო. როგორც ჩანს, ქონების დიდი ნაწილი ცოლის სახელზე იყო გაფორმებული, მას არ უგროვდებოდა საკმარისი შემოსავალი, ქმარი კი რაღაც ქონებაზე გადაიხდიდა გადასახადს. მოკლედ, საოჯახო სახის დეკლარაციის შევსება არ მოუწევდათ. მერე გავარკვიე, რომ ასე ძალიან ბევრი აკეთებს.
ქონების გადასახადი საჭიროა, მაგრამ სამართლიანი და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესაბამისი. ახლა მეორე უკიდურესობასაც ვისმენთ, გავაუქმოთო.
მოკლედ, სმს-მა თავისი საქმე ჰქნა, კანტიკუნტად მედიაც აშუქებს ამ საკითხებს. პარტიებს არ სცალიათ, გლობალური საკითხებით არიან დაკავებულები, ან ტალახს ეზიდებიან, კონკურენტ პარტიას რომ შეასხან.
ისევ ხალხმა უნდა მიხედოს საქმეს.“
რომან გოცირიძეს მალევე უპასუხა შემოსავლების სამსახურმა და განცხადება გაავრცელა:

„გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).

ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.“

თეგები: რომან გოცირიძეშემოსავლების სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved