• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინეს

ალია ავტორი - ალია
12:26 04-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში
ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული
შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში
მუშაობას განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების
თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და
პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად
რეაგირებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.

პოლიციამ, 16 აპრილის 21 საათიდან 17 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე
დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში
3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის
გამო, სულ 89 მოქალაქე დააჯარიმეს.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების
წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი
ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო
რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved