• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამარადისოდ დაიწყევლება მისი მოდგმა და ჯიში…“ – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
15:58 04-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
470

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

„როგორ საშიშად იქნევს კუდს ურჩხული,როგორ სწადია სისხლი,
მეტი სისხლი,
სისხლის მდინარეები…
როგორ აღაღზნებს სისხლის მისტიური ფორმულა,
აღარც მალავს საკუთარი აშლილი ვნების წადილს.
ყველაფერი გაცხადდა. ოლიმპიადაზე მოდელირებული აპოკალიპტური სცენები, ამა ქვეყნის ძლიერთა როკვა სენ-გოტარდის გვირაბთან,
“ახალი ლუციფერის დაბადება”,
ჰოლივუდისთვის საგანგებოდ დაწერილი სცენარები.
უყვარს მხეცს გაცხადებული სიავე პრინციპით:
” აკი გაგაფრთხილეთ !!!”
სრულიად მარიონეტული,უსამშობლო,
უძირო და უშვილო მსოფლიოს ლიდერები-მისი ნაშიერებია…
ხან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ყოფნა-არყოფნას გიქადის,
ხან მიწისაგან პირისა აღგვას.
რიგორი გავეშებული დასტრიალებს კავკასიონის ძირში მიმალულ პატარა,ლამაზ იბერიას.
აკი საუკუნეებით მოცემული ცოდნით იცის:
თუ დაეცა კავკასია-დაეცემა მსოფლიო და ურჩხული სრულად მიიღებს ახალ,უშრეტ სიცოცხლის ენერგეტიკულ წყაროს.
აკი უთქვამთ წინაპრებს, ოდეს გაგიჭირდეთ ხვამლის მთა გიშველითო…
ამ ბოლო დროს სულ უფრო მეფიქრება ხვამლის მთის საიდუმლოებაზე…
ყველა თანამდებიბა, სკამი და პოზიცია წარმავალია.
სამუდამო სასუფეველში მხოლოდ ჯიშის და ჯილავის მცველები გადავლენ.
რაც ადრე ზღაპარივით ჟღერდა დღეს რეალობაა.
მატრიცა ვიბრირებს…
ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კეთილსა და ბოროტს შორის, ბევრია გამყიდველი, არნახულად ბევრია ფარისეველი, აკი გაგვაფრთხილა ერის მამამ ბოლო ჟამი იმაზე ახლოს არის ვიდრე გგონიათო.
ახლა მესმის,ამ კონკრეტულ მომენტში მისი წასვლის ღრმა შინაარსი.
მილიონობით ადამიანის გულწრფელი ლოცვა, მოწამეობრივი სვლა აღმართზე, გალობა და ცრემლი, ის ბუნებრივი ფარია,რომელიც იცავს ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ და გაუტეხელ ქვეყანას.
დაისჯება ყველა ვინც რჯულს უღალატებს,
სამარადისოდ დაიწყევლება მისი მოდგმა და ჯიში.
ვინც რწმენით ვეგებებით ახალ დღეს,
ვისაც გვწამს,რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და ამიტომ იმედით და არა შიშით და თრთოლვით არამედ კრძალვით და სიყვარულით ვხვდებით განსაცდელს, ისიც ვიცით, რომ ღმერთი ჩვენშია,თითოეულ ჩვენთაგანში, სარკმელში ანთებულ სანთელში, შვილის პირვწლ ნაბიჯში, უპოვარისთვის გაწვდილ პურში, მხცოვანთა პატივისცემაში და რაც მთავარია საუკუნეებით მოტანილი სამშობლოს სიყვარულში.
ვერავინ გაბედავს ერის მრწამსის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას!
როგორ უნდა პატივისცემა,
სიყვარული და ერთობა ეგ უკვე ვაჩვენეთ ერთმანეთს და მსოფლიოს.
თუ უბედურების მომასწავლებელი ზარი ჩამოკრავს, მეტნიც ვიქნებით.
არავის წაუცდეს ხელი ერის მამის დანაბარები უგულებელჰყოს.
ერთობით და რწმენით ვიაროთ და არც თუ შორს არის ის ნანატრი დღე,
ღვთისმშობლის კურთხეული
იბერია გაბრწყინდება…“
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved