• რეკლამა
  • კონტაქტი
09:34, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 დოლარად შეძენილი ფართი, ბინა ვაკეში – რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:14 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,565

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 აშშ დოლარად შეძენილი კომერციული ფართი, ბინა ჭავჭავაძეზე  – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის საკუთრებაში არსებული ქონების არასრული ჩამონათვალია.

მან დეკლარაცია 16 იანვარს განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია:

  • 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი ბინა, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს.
  • 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 კვ. მ.-ის ფართის ბინა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. გოცირიძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2011 წელს 3 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, რომელიც ამბროლაურის რაიონში, სოფელ ხოტევში მდებარეობს.
  • 2021 წელს, 140 000 აშშ დოლარად მან შეიძინა კომერციული ფართი სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამას ქუჩაზე.
  • 2016 წელს 450 223 ლარად შეიძინა ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (223,75 კვ.მ.).
  • 2014 წელს, სახელმწიფოს მიერ 1995 წელს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის საბოსტნე მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფარგლებში გარდაბნის სოფელ თელეთში 1300 კვ.მ. ფართობის მიწა მიიღო საჩუქრად.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, “საქართველოს ბანკის” პირად ანგარიშზე გოცირიძეს დეკლარაციის შევსებისას 463,76 ლარი უფიქსირდებოდა. ამავე ბანკში მისი ანაბრის მოცულობა 4747,19 ლარია. “თიბისი ბანკის” ანგარიშზე მოსამართლეს 4289,07 ლარი აქვს, ხოლო ანაბარზე – 2,3 დოლარი. გოცირიძეს ანაბარი აქვს Bank Postal-შიც – თანხის მოცულობა 23 ევროს შეადგენს. მოსამართლეს დანაზოგის სახით უფიქსირდება 1 0000 ევროც.

დეკლარაციაში გოცირიძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საფინანსო განყოფილების მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ხელფასის სახით მას ხელზე აღებული აქვს 119, 492.10 ლარი. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან კი, სადაც ის პროფესორია, შარშან მან ხელზე 2 8420 ლარი აიღო.

„მთავარი არხი“

თეგები: ევა გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved