“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი პრივატიზაციის ახალი წესები კორუფციას ვერ შეამცირებს.
TI-ის ცნობით, დადგენილებამ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ”, რომელიც 2026 წლის 12 იანვარს ამოქმედდა, შესაძლოა შექმნას ლეგალური ჩარჩო, რომელიც მსხვილ ბიზნესსა და მთავრობას შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კორუფციული რისკების შემცველ ურთიერთობებს დააკანონებს და გაზრდის ელიტური კორუფციის რისკებს.
2025 წლის სექტემბერში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და „პრაქტიკულად სრულად თქვა უარი“ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე, რათა აღმოიფხვრას კორუფციის რისკები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარი არა უარის თქმაზე, არამედ წინაპირობების დაწესებაზე იყო. ამ მიზნით მთავრობამ მიიღო დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“, რომელიც 2026 წლის 12 იანვარს ამოქმედდა.
მიუხედავად კობახიძის საჯარო რიტორიკისა, რომ ახალი წინაპირობები კორუფციის პრევენციას ემსახურება, დადგენილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ახალი წესები ვერ პასუხობს დასახულ მიზანს. მეტიც, დადგენილებამ შესაძლოა შექმნას ლეგალური ჩარჩო, რომელიც მსხვილ ბიზნესსა და მთავრობას შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კორუფციული რისკების შემცველ ურთიერთობებს დააკანონებს და გაზრდის ელიტური კორუფციის რისკებს”
















კომენტარები