• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზეა

ალია ავტორი - ალია
12:03 02-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზეა.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით საქართველო 2021 წელს რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.

კვლევის შედეგებს გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას.

„კონკრეტული კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა ინდიკატორებს, რომლითაც ფასდება სახელმწიფოები, ესენია – ადმინისტრაციული ტვირთი, სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პრესისა და სასამართლოს თავისუფლება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021“ აფასებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში  პირველ ადგილზეა. სარეიტინგო თვალსაზრისით საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. წინა, 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს უსწრებდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის ქვეყანას მეოთხე ადგილი ეკავა.

სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ იწარმოება. მისი გამოქვეყნება ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 2015 წლის შემდეგ დაიწყო. ანგარიში გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს ეყრდნობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved