• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური ანგარიში

ალია ავტორი - ალია
16:05 08-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
381

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროგრამების/ღონისძიებების მართვა 

ფაქტობრივი ხარჯების არაპროდუქტიული სტრუქტურა – 2022 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა საბიუჯეტო ასიგნებიდან 79,54%, ხოლო უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე − 21,46%, რაც ხარჯ-ეფექტურობის კუთხით დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

პროგრამების/ღონისძიებების ფარგლებში აქტივობების არასრულად შესრულება – „დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის“ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული იყო საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება. ფაქტობრივად კი მომზადდა შენობების საკადასტრო გეგმები, რისი არსებობა საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მოსამზადებლად აუცილებელია, მაგრამ ამით საბოლოო შედეგი არ მიიღწევა.

დოკუმენტურად დაუდასტურებელი მომსახურებები– „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის“ დამტკიცებული პროგრამა ითვალისწინებდა აქტივობებს, რომელთაგან სამი: ონლაინ კონსულტაცია, ვიზიტი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში და ბუკლეტების მომზადება − არ განხორციელებულა. აუდიტის ობიექტის განმარტებით, „დევნილთა სამართლებრივი კონსულტაციის“ ღონისძიების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეულ იქნა აქტივობები, თუმცა რაიმე მტკიცებულების ხასიათის დოკუმენტი ამ აქტივობების ფაქტობრივად შესრულების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი.

შრომის ანაზღაურება 

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვის დაუცველობა – კანონმდელობის მოთხოვნების არათანმიმდევრული დაცვის შედეგად, სააგენტოში შესაბამისი ნებართვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 35 პირი და მათზე ჯამურად გაიცა 177,480 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.

დაქირავებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივობების არასრულად შესრულება – საბიუჯეტო პროგრამის მიზნების მისაღწევად და დასახული ამოცანების შესასრულებლად, პროგრამის ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 10 ფიზიკურ პირს; მათგან, 3 პირის მიერ შესრულებულია: დევნილთა განსახლების ობიექტში წითელი ხაზებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კონფიგურაციის კორექტირება, ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაშია მოყვანილი, შედგენილია საკადასტრო გეგმა.

აღნიშნულ სამ სპეციალისტს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდნენ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ პროგრამის ხელმძღვანელის ისეთ დავალებებს, როგორიცაა, ობიექტების დათვალიერება და საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდების შესაბამისად არსებული ნახაზების დადარება ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ტექნიკური დოკუმენტების შესწავლა და ანალიზი.

დანარჩენი 4 პირი საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე ახორციელებდა პროგრამით განსაზღვრულ სხვა აქტივობებს.

როგორც დადგინდა, დაფიქსირდა საშტატო თანამშრომლების ფუნქცია-კომპეტენციისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება/ზედდება, რის გამოც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად გამოყენების ფაქტები.

თანამდებობრივი სარგოს არასწორი გაანგარიშება – სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გათავისუფლებული 12 თანამშრომლიდან, 7 თანამშრომელზე გასაცემი სარგო დაანგარიშდა შეცდომით. კერძოდ, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით არასწორად დარიცხული და გაცემულ იქნა, ჯამში − 1,621 ლარი.

მივლინების ხარჯები 

სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ხარვეზები – სააგენტოში მივლინებების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა არ იყო დაცული კანონმდებლობით მოთხოვნილი ეკონომიურობის პრინციპები. კერძოდ: ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებისას დაფიქსირდა 6 ისეთი შემთხვევა, როცა სასტუმროში განთავსების დღიური ფაქტობრივი ხარჯი, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატებოდა მივლინების იმავე ლოკაციაზე საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას.

კონტროლის მექანიზმები 

საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შეუსაბამო ინფორმაცია – შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაცია დარიცხული და გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ, ჯამში − 3,235 ლარის ოდენობით.

ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებები – სააგენტოში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების და სამუშაო ტერიტორიის დატოვების დროის, შესაბამისად ნამუშევარი საათების აღრიცხვა ყოველდღიურად წარმოებდა თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში. 2022 წლის მოძრაობის ჟურნალის შესწავლით დადგინდა, რომ მისი მონაცემები ვერ იქნება ჩათვლილი ზუსტ და საკმარის მტკიცებულებად, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების იდენტიფიცირებისათვის.

საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები – სამსახურებრივ ავტომობილებზე დაფიქსირდა არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირა) და არასამუშაო საათებში − საწვავის ჩასხმის ისეთი ფაქტები, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში არ იყო აღრიცხული.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ვერ იდენტიფიცირდება სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენების დანიშნულება, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებით და არაეფექტიანად გახარჯვის რისკებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved