მითების დეტექტორმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნავს, რომ პროპაგანდის ძირითადი გზავნილები ითვალისწინებდა საზოგადოების დაყოფას “მგლოვიარე” და “პროტესტში მყოფ”ჯგუფებად; პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დისკრედიტაციას, მათი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებისა და მასალების მანიპულაციური გავრცელებით, რაც მათ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ძალებად წარმოაჩენდა:
,,2026 წლის 17 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე გარდაიცვალა. პარალელურად, სოციალურ ქსელში გამოიკვეთა დისკრედიტაციისა და მანიპულაციური ნარატივების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა პატრიარქის გარდაცვალების კონტექსტში “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების შესახებ მცდარი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოების პოლარიზაციას.
კამპანიის ძირითადი გზავნილები ითვალისწინებდა საზოგადოების დაყოფას „მგლოვიარე“ და „პროტესტში მყოფ“ ჯგუფებად; პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დისკრედიტაციას, მათი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებისა და მასალების მანიპულაციური გავრცელებით, რაც მათ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ძალებად წარმოაჩენდა.
სხვადასხვა აქტორი ასევე ცდილობდა წარმოეჩინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია წლების განმავლობაში უცხოური ძალების, დასავლეთის ქვეყნების და ე.წ. „აგენტურული ქსელების“ მიერ იყო ორგანიზებული. პარალელურად, რუსეთის საგარეო დაზვერვაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ნარატივი, რომ გარე აქტორები ცდილობენ გავლენის მოპოვებას ეკლესიაზე და პატრიარქის არჩევის პროცესზე, მათ შორის „უკრაინის სცენარის“ ანალოგიით. სახელისუფლებო აქტორების მხრიდან ასევე გამოიკვეთა მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მოსაყდრე შიოს მხარდაჭერის და ალტერნატიული, კანდიდატების დისკრედიტაციის პოზიცია.
“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად 17 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა: მეუფე შიო პატრიარქობის რეალური კანდიდატია და მისი კრიტიკა ილია II-ის კრიტიკის ტოლფასია უკრაინის სცენარი საქართველოში – დასავლეთი ეკლესიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს პოლარიზაცია – „მანქურთები” რუსთაველზე, პატრიოტები პატრიარქის სამძიმარზე უცხოური ძალები, ოპოზიცია და „აგენტურული ქსელები“ ეკლესიის დისკრედიტაციას ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ დასავლელ ლიდერებსა და ევროპულ სტრუქტურებს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი არ გამოუთქვამთ აღნიშნულ გზავნილებსა და მანიპულაციური და კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ: “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი; პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), შალვა რამიშვილი (POSTV), მაგდა ანიკაშვილი (ტელეკომპანია იმედი), ცოტნე გეგეჭკორი (ტელეკომპანია იმედი); “ხალხის ძალისა” და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლები: დავით ქართველიშვილი, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, გურამ მაჭარაშვილი, ნანა კაკაბაძე; პროსახელისუფლებო ექსპერტები და “ქართული ოცნების: მხარდამჭერები: გია აბაშიძე, დავით ჩიხელიძე, ნინო ფოჩხუა, Tengiz Darbaidze, გიორგი ჭურღულია (ფეისბუკ ჯგუფის “ანტიმაიდანი” ადმინისტრატორი); კრემლისტური აქტორები: ვალერი კვარაცხელია (საქართველო და მსოფლიო), გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველო და მსოფლიო), დიტო ჩუბინიძე (ასავალ-სასავალი) ფეისბუკ გვერდები: ნაცებს რაა?, განულებული ოპოზიცია, პოლიტიკანი, პარლამენტში არ შევალთ, აკაცუკეთი, Aravin, არ აგარევინებთ, პოლიტიკური კომედია, მეფე გვიყურებს ერო, ენა-მამული-სარწმუნოება; ყალბი ანგარიშები: Tinatin Topuria, Nati Topuria, Ketevan Mikiashvili.
მეუფე შიო პატრიარქობის რეალური კანდიდატია და მისი კრიტიკა ილია II-ის კრიტიკის ტოლფასია „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტები მეუფე შიო მუჯირის მიმართ კრიტიკას არა როგორც დამოუკიდებელ პოზიციას, არამედ როგორც გარდაცვლილი პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოაჩენდნენ. მათი გზავნილების მიხედვით, ილია მეორისადმი პატივისცემა ავტომატურად გულისხმობს მის მიერ შერჩეული მოსაყდრის მხარდაჭერას, ხოლო მეუფე შიოს კრიტიკა განიხილება როგორც თავად პატრიარქის არჩევანის უარყოფა. ამავე ნარატივის ფარგლებში ისინი ამტკიცებენ, რომ მეუფე შიოზე თავდასხმები არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ მოქმედი ძალების მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და შიდა განხეთქილების გაღრმავებაა. მათ შეფასებებში ხაზგასმულია, რომ სწორედ იმიტომ, რომ მეუფე შიო განიხილება პატრიარქობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად და ილია მეორის კურსის შესაძლო გამგრძელებლად, მისი დისკრედიტაციის მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდა. ამ აქტორების თანახმად, კრიტიკა მეუფე შიოს მიმართ არ არის რეალურად მოტივირებული ეკლესიის შიდა საკითხებით, არამედ უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესებს. ოპოზიცია, მათი მტკიცებით, ცდილობს საზოგადოებრივ განწყობებზე მორგებას და პატრიარქის თემის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, ხოლო შიოს წინააღმდეგ კამპანია გამოწვეულია შიშით, რომ ის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, არ დაექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს და გააგრძელებს ეკლესიის არსებულ კურსს”
















კომენტარები