• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახ.დეპი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
11:45 02-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე  აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

“ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ამერიკის მოქალაქეებმა, ვინც ბელარუსშია ან იქ გამგზავრებას გეგმავენ, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია განუჭვრეტელია და რეგიონში მზარდი დაძაბულობაა. ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ვურჩევთ არ იმგზავრონ ბელარუსში.

აშშ-ის ხელისუფლების შესაძლებლობები, რომ ბელარუსში ამერიკის მოქალაქეებს მიაწოდოს სასწრაფო დახმარების პროდუქტები ბელარუსის ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოც თანამშრომლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ისედაც ძალიან დასაზღვრულია“ – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით ორშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან მკაფიოდ საუბრობს, მათ შორის ბელარუსის ხელისუფლებასთან, რომ თუ ის რუსეთს უფლებას მისცემს მისი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, ბელარუსი აშშ-ისგან და მოკავშირეებისგან სწრაფი და მკაფიო პასუხის წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ზომების უპრეცედენტო ბუნებაზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. თუ ბელარუსი – რომელიც წესით სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს – მხარს დაუჭერს ამ შეჭრას, ჩვენი პასუხი სწრაფი და მკაფიო იქნება“ – განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.

ამერიკას ბელარუსში შეზღუდული წარმომადგენლობა ჰყავს, რაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგია. 2021 წლის ზაფხულს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მინსკში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა 5-მდე შემცირდა, ოქტომბერში გაუქმდა საჯარო დიპლომატიისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისები, ბელარუსში ამერიკის ელჩს ჯული ფიშერს კი მეზობელ ლიეტუვაში უწვეს მუშაობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved