ჩინეთის ქალაქ ქუანცოუში, საკარანტინო სასტუმროს ჩამონგრევისას დაღუპულთა რაოდენობამ 6-ს მიაღწია. 28 ადამიანს მაშველები ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა.
მათივე ცნობით, ნანგრევებიდან 43 ადამიანი ამოიყვანეს. აქედან 36 კლინიკებშია გადაყვანილი.
სასტუმრო, რომელიც კორონავირუსის საკარანტინო ზონად გამოიყენებოდა, გუშინ, პეკინის დროით 11:30 საათზე ჩამოინგრა.
კომენტარები