• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჯაროდ მოგმართავთ მეუფე ნიკოლოზ – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
17:30 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

„საცნაურ არსს გზანი უფლისანი“ – ასე არ არის მეუფე ნიკოლოზ? საჯაროდ მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენი განცხადებაც საჯარო იყო. ორმოცდღიანი მშრალი მარხვა რომ 39 დღით განისაზღვრება და ხბოს ღვიძლის შეზავებული ფაფის მიღებით შეინახება, ეს თქვენგან გავიგე პირველად, – რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიმართავს, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა და ყოფილი პრეზიდენტი აზიარა.

„პრეზიდენტყოფილი საკუთარ ეროვნებასა და ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს რომ იტყვი და პროდუქტის გადასატანი მაცივრით ქვეყანაში შემოიპარები, ეს რომ „დიდი ღვაწლი და მსხვერპლი“ ყოფილა „ქვეყნის თავისუფლებისთვის და გაძლიერებისთვის“, ესეც თქვენგან გავიგე პირველად. „მშრალი მარხვის“ ყველა დღეს საზოგადოების და ოპონენტების შეურაცმხყოფელ უსტარებს რომ აგზავნი ციხიდან, ესეც თუ „ერთმანეთის სიყვარულისთვის და სიძულვილის ენის სამუდამოდ დავიწყებისთვის“ შეიძლება იყოს გამიზნული, ესეც თქვენგან გავიგე პირველად. მიშა სააკაშვილს, მის წარსულ და აწმყო საქმიანობას დავით მეფსალმუნის, დავით აღმაშენებლის და დემეტრე თავდადებულის ღვაწლს რომ გაუტოლებ, მაპატიოს უფალმა, მაგრამ ასე მგონია, არც შენ წარსულს უნდა სცემდე პატივს და არც მომავალს; არც შენს ერს, არც ქართულ სახელმწიფოს; არც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და არც მის მრევლს!

და ბოლოს, დღეს საღამოს, მშრალი მარხვით „ნამარხულევი“ და თქვენგან ნაზიარები მიშა სააკაშვილის მიერ დამოძღვრილი ზონდერები, „სიყვარულისა და სიძულვილის ენის სამუდამოდ დავიწყების“ საბაბით და „ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთვის“ პოლიციას რომ შეუტევენ და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერების მოწყობას შეეცდებიან, იქნება მაშინ დაფიქრდეთ იმაზე, რომ მღვდელმთავრის მაღალი წოდება უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეკლესიის, ერის, მრევლის და უფლის წინაშე!“,– აღნიშნულია გოგა ხაინდრავას მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved