• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

ალია ავტორი - ალია
10:29 10-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

1. სკოლის დირექტორის სტანდარტი
2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები
3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება
4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება
5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი
6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება
7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება
8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება
9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია
11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები
12. სასკოლო კულტურის ფორმირება

სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.

ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა.

ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved