• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საიდუმლო სერობა, იუდას მხილება, ზიარების საიდუმლო, ფერხთბანა – რა ვიცით დიდი ხუთშაბათის შესახებ და რა ლოცვები იკითხება ამ დღეს?

ალია ავტორი - ალია
11:30 04-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

დღეს დიდი ხუთ­შა­ბა­თია. დიდი ხუთ­შა­ბა­თი არის დღე, როცა უფალ­მა თა­ვი­სი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი სა­ღა­მო მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. ორი დღის შემ­დეგ ეგ­ვიპ­ტის ტყვე­ო­ბი­დან მათი გა­მოხ­სნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ებ­რა­ე­ლე­ბი უდი­დეს დღე­სას­წა­ულს პა­ს­ექს ზე­ი­მობ­დნენ. პა­ს­ე­ქის მი­ღე­ბა წინა დღი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით – გა­ლი­ლე­ი­დან მო­სულ­თათ­ვის. უფალ­მა, რაკი იცო­და, რომ თავი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­ზე უნდა შე­ე­წი­რა, სე­რო­ბა სწო­რედ წინა დღეს, ხუთ­შა­ბათს გა­მარ­თა.

სა­ღა­მოს, უფა­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და ერთ სახ­ლში. როცა პა­ს­ე­ქის საჭ­მე­ლად დას­ხდნენ, მა­ცხო­ვარ­მა მო­წა­ფე­ებს ამ­ცნო, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი გას­ცემ­და. უფ­ლი­სა­გან ფა­რუ­ლად მხი­ლე­ბულ­მა იუ­დამ წარ­ბი არ შე­ი­ხა­რა და იკი­თხა: “ვინ არის გამ­ცე­მი?” – მა­ცხო­ვარ­მა სხვე­ბის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად პირ­და­პირ უთხრა იუ­დას, რომ სწო­რედ ის იყო გამ­ცე­მი. იუ­და­ზე არც ამან გაჭ­რა. მა­შინ უფალ­მა მო­ცი­ქუ­ლებს და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუ­ცხა­და, რომ გამ­ცე­მი მას­თან ერ­თად ჯამ­ში ამო­ა­წობ­და ლუკ­მას.

ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი პა­ს­ე­ქის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფალ­მა აიღო პური, აკურ­თხა, გა­ტე­ხა, მო­წა­ფე­ებს საჭ­მე­ლად მის­ცა და უთხრა: “ესე არს ხორ­ცი ჩემი თქვენ­თვის მი­ცე­მუ­ლი, ამას ჰყოფ­დეთ მო­სახ­სე­ნე­ბე­ლად ჩემ­და” (ლუკ. 22, 19), – შემ­დეგ აიღო სას­მი­სი, მის­ცა მათ და უთხრა: “სუთ ამი­სა­გან ყო­ველ­თა: ესე არს სის­ხლი ჩემი ახ­ლი­სა აღ­თქუ­მი­სა, მრა­ვალ­თათ­ვის და­თხე­უ­ლი მი­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა” (მათ. 26, 27-28). ამით უფალ­მა და­ა­წე­სა ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო – ზი­ა­რე­ბა.

შემ­დეგ უფალ­მა ზედა შე­სა­მო­სე­ლი გა­ი­ხა­და, არ­და­გი (შე­სამ­შრა­ლე­ბე­ლი ნა­ჭე­რი) წელ­ზე შე­მო­ირ­ტყა, წყა­ლი სა­ბა­ნელ­ში ჩა­ას­ხა და მო­წა­ფე­ებს ფე­ხე­ბი და­ბა­ნა. ამით მან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­დაბ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის უმაღ­ლე­სი მა­გა­ლი­თი გვიჩ­ვე­ნა და გვას­წავ­ლა, რომ ერ­თმა­ნეთ­საც ასე­თი­ვე მორ­ჩი­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­როთ.

იუ­დას გან­ზრახ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, უფალ­მა პირ­ველს სწო­რედ მას და­ბა­ნა ფე­ხე­ბი, მაგ­რამ ვერც ამით შეძ­ლო მისი ბო­რო­ტე­ბის აღ­მო­ფხვრა.

სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბას აღეს­რუ­ლე­ბა ბა­სი­ლი დი­დის წირ­ვა, რო­მე­ლიც სე­რო­ბას იმის სა­მახ­სოვ­როდ უერ­თდე­ბა, რომ უფალ­მა ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო სწო­რედ ამ დღეს, სე­რო­ბის ჟამს და­ად­გი­ნა. სე­რო­ბა­ზე “რო­მელ­თა ქე­რუ­ბიმ­თას” ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა: “სე­რო­ბა­სა სა­ი­დუმ­ლო­სა შე­ნი­სა­სა დღეს, ძეო ღვთი­საო, ზი­ა­რე­ბად შე­მი­წყნა­რე”… სე­რო­ბა­ზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მღვდელმთავ­რე­ბი ფერ­ხთ­ბა­ნის რი­ტუ­ალს ატა­რე­ბენ: რო­გორც მა­ცხო­ვარ­მა და­ბა­ნა ფე­ხე­ბი სე­რო­ბის და­წყე­ბამ­დე თა­ვის თორ­მეტ მო­წა­ფეს, ასე­ვე ბანს ფე­ხებს მღვდელმთა­ვა­რი თორ­მეტ მღვდელმსა­ხურს.

დიდი ხუთ­შა­ბა­თი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ეს ერ­თა­დერ­თი დღეა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­რო­ნის კურ­თხე­ვა შე­იძ­ლე­ბა (ეს მი­რო­ნი მღვდელმსა­ხუ­რე­ბა­ში მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბი­სას და ტაძ­რე­ბის კურ­თხე­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა).

დიდი ხუთ­შა­ბა­თის სა­ღა­მოს სრულ­დე­ბა დიდი პა­რას­კე­ვის ცის­კა­რი, რომ­ლის დრო­საც ე.წ. “თორ­მე­ტი სა­ხა­რე­ბა” ანუ ოთხი სა­ხა­რე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი 12 ნა­წყვე­ტი იკი­თხე­ბა. მათ­ში იესო ქრის­ტეს ის ვნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც ჯვარ­ცმამ­დე შე­ემ­თხვა, და­წყე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ებ­თან მისი უკა­ნას­კნე­ლი სა­უბ­რი­დან სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის სხე­უ­ლის იო­სებ არი­მა­თი­ე­ლის ბაღ­ში დაფლვით და მისი საფ­ლა­ვის­თვის მცვე­ლე­ბის მი­ჩე­ნით.

ამ მსა­ხუ­რე­ბი­სას იკი­თხე­ბა:

პირ­ვე­ლი – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 13:31 – 18:1

მე­ო­რე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 18:1-28

მე­სა­მე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 26:57-75

მე­ო­თხე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 18:28 – 19:16

მე­ხუ­თე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:3-32

მე­ექ­ვსე – მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა 15:16-32

მეშ­ვი­დე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:33-54

მერ­ვე – ლუ­კას სა­ხა­რე­ბა 23:32-49

მე­ცხრე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 19:25-37

მე­ა­თე – მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა 15:43-47

მე­თერ­თმე­ტე – იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა 19:39-42

მე­თორ­მე­ტე – მა­თეს სა­ხა­რე­ბა 27:62-66

მერ­ვე სა­ხა­რე­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა კა­ნო­ნი და იგა­ლო­ბე­ბა სა­გა­ლო­ბე­ლი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც იესო ქრის­ტემ მის გვერ­დით ჯვარ­ცმულ ავა­ზაკს შე­უნ­დო, რად­გან ამ უკა­ნას­კნელ­მა სიკ­ვდი­ლის წინ შე­ი­ნა­ნა. ეს სა­გა­ლო­ბე­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ სრულ­დე­ბა.

თორ­მე­ტი სა­ხა­რე­ბის მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში დაბ­რძა­ნე­ბულ ჯვარ­ცმას­თან მი­დი­ან, დიდი მე­ტა­ნი­ის გა­კე­თე­ბით ეამ­ბო­რე­ბი­ან და ტა­ძარს ტო­ვე­ბენ.

ამ დღეს მსა­ხუ­რე­ბი­სას შემ­დე­გი ტრო­პარ-კონ­და­კიც იკი­თხე­ბა:

ტრო­პა­რი: “რა­ჟამს დი­დე­ბულ­ნი მო­წა­ფე­ნი სა­ბა­ნელ­სა მას სე­რო­ბი­სა­სა გა­ნათლდე­ბო­დეს, მა­შინ უს­ჯუ­ლო იუდა ვე­ცხლის მოყ­ვა­რე­ბი­სა სე­ნი­თა დაბ­ნელ­დე­ბო­და, და უს­ჯუ­ლო­თა მსა­ჯულ­თა შენ, მარ­თალ­სა მსა­ჯულ­სა, მიგ­ცემ­და. იხი­ლეთ, მორ­წმუ­ნე­ნო, ტრფი­ა­ლი იგი ვე­ცხლი­სა, რო­მელ­მან მის­თვის შიშ­თვი­ლი­ბა, ივლტო­დე უძღე­ბი­სა მის­გან სუ­ლი­სა, რო­მელ­მან მო­ძღვარ­სა თვის­სა ზედა ესე ვი­თა­რი იკად­რა, არა­მედ რო­მელ­მან ყო­ვე­ლი­ვე სიბ­რძნით გა­ნა­გე, კაც­თმოყ­ვა­რე, დი­დე­ბა შენ­და”.

კონ­და­კი: “მი­ი­ღო პური ხელ­თა შინა განმცე­მელ­მან იუდა ხელ­თა­გან დამ­ბა­დე­ბე­ლი­სა­თა, რო­მელ­მან ხე­ლი­თა შექ­მნა ადა­მი, და მერ­მე მან­მარტნა, და მო­ი­ღო ფასი მო­ძღვრი­სა და ღვთი­სა მზაკ­ვარ­მან, და არა შე­ი­გო­ნა, არა­მედ ეგო უკურ­ნე­ბე­ლად”.

ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved