• რეკლამა
  • კონტაქტი
20:00, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საია და MDF არასამთავრობოებზე დაწესებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ალია ავტორი - ალია
12:27 10-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიის განვითარების ფონდმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს კანონის ის მუხლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ მიიჩნევს.

მათი განცხადებით, რეგულაცია ანტიკორუფციულ ბიუროს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს პერსონალური და საიდუმლო ინფორმაცია, რაც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 და 22-ე მუხლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმები, რომლებიც „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად“ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს.

ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოს თანხმობით, უფლება აქვს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისაგან“ გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, სხვა კატეგორიის პერსონალური მონაცემი და ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. არსებული რეგულაციების მიხედვით, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისათვის შეზღუდვები უქმდება ცესკოს მიერ ხმების შეჯამების დღეს. „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტს“ შეუძლია დაფინანსების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისაგან, ასეთ შემთხვევაში დამფინანსებლის სახელის, გვარის და პირადი ნომრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, ამ პერსონალურ ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე განათავსებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება როგორც იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოხატავენ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, ასევე, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზეც, რომლებიც მართალია ღიად არ გამოხატავენ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, თუმცა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მოუწოდებენ ხმა მისცენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ან ხმა არ მისცენ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოწოდებას ანტიკორუფციული ბიურო, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ძალიან ფართოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტავენ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, როგორც მას განმარტავენ და იყენებენ ანტიკორუფციული ბიურო და საერთო სასამართლოები, ზღუდავს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას. ეს ხდება მათ შორის მაშინ, როცა ისინი მოქმედებენ თავიანთი მანდატის ფარგლებში – ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე გახადონ ხელისუფლების საქმიანობა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიული უკუსვლის გამო მათ კრიტიკასაც გულისხმობს, ისე, რომ ამ კრიტიკით არ მოუწოდებენ ამომრჩეველს ხმა არ მისცენ მმართველ პარტიას. ამასთან, მმართველი პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემად განიმარტება არაპოლიტიკური ორგანოს – საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკაც.

ამდენად, წარდგენილი სარჩელით, საია და MDF დავობენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამგვარი გამოყენება წარმოადგენს კონსტიტუციის მე-17 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) და 22-ე მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved