• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საღამოს რვისთვის თუ შემომეხმიანებით კარგ 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ” – ირაკლი ზარქუა

ალია ავტორი - ალია
14:14 09-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,307

ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა – საღამოს რვისთვის თუ შემომეხმიანებით კარგ 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართულ გენიას, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე და ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“, საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყოველწლიურად იკრიბებიან ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი”.

„მაგალითად ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია და ბევრი დრო აქვს ახლა და ამიტომ მოგზაურობს. რატომაც არა, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს. ხან აქ შემოირბენს, ხან იქ შემოირბენს – თან უფინანსებენ. ბევრი ფოტიგები ესწრებიან. ეს არის უბრალოდ, ალქაჯების გაერთიანება, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ, დემოკრატიაზე ნოტაციებს გვიკითხავენ და ვინ? ერთი ამერიკელის, დევიდ კრამერის პოზიცია მოვისმინე. ესეც ერთ-ერთი უსამშობლოა, „ნაცების“ სატელიტი და ლობისტი, რომელიც მორალს გვიკითხავს. ბიჭო, შენს ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან, ოპონენტები, რესპუბლიკელები ბრალს გდებენ, რომ ბაიდენის მთავრობა იურიდიულ დეპარტამენტს პოლიტიკური ნიშნით იყენებსო. ანუ, ახორციელებს დევნასო. ასეთი შეხლა-შემოხლა და ფაქტები გაქვთ. მერე რანაირად შემოგიტრიალდება ენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლო დემოკრატიაზე. ჟურნალისტებს აგდებთ განსხვავებული პოზიციის გამო და ჩვენთან ვინც კი მწვალებელი, ზონდერი და სისხლიანი პროკურორი იყო, ზოგი ახლა ჟურნალისტად და მედიამენეჯერად გვევლინება, ზოგმა კიდევ პოლიტიკოსობა აირჩია და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავის პლატფორმაზე იბჟუტუროს და სიგიჟეები იძახოს. ახლა დემოკრატია იქ უფრო მაღალია თუ ჩვენთან?”, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა“.

„ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ეს კინო ნანახი გვაქვს. ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე სახეები, დაფინანსებით, მუხტითა და შეძახილებით. მე მგონი ერთმანეთს ამხნევებთ. ქართველ ხალხთან, მათ, ვინც დაგხვდათ, საერთო არაფერი აქვთ. ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი უსამშობლოები ქართველი ხალხი არ არიან. ესენი არიან თქვენი დაკვეთით ცალ ფეხზე მოცეკვავე ხალხი. ასე რომ სულ ტყუილად ირჯებით. ამ უსაქმურობას, რასაც თქვენ აკეთებთ, გირჩევდით ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩახვიდეთ რეგიონებში, ხალხს გაესაუბროთ ჯობია. მათ შორის ჰკითხეთ, მილიონობით დაფინანსება რომ შემოდის და არასამთავრობო სექტორს აფინანსებთ, კმაყოფილები არიან თუ არა, მიდის თუ არა ადრესატამდე. არის თუ არა შედეგის მომცემი, რასაც აკეთებთ. აქვე გეტყვით – არა, რასაც თქვენ ამ უსამშობლოებს გრანტის სახით აძლევთ, ხელფასებში, რესტორნებში, მოგზაურობებში, არასწორი მესიჯის შედგენაში, რეკლამირებაში იხარჯება და ადრესატამდე ძალიან მცირე 5-6% მიდის. ბოლოს, თქვენ რომ შეიგნოთ და გაითავისოთ ქართველი ხალხის ბუნება, მე შემიძლია, რომ საღამოს ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე დაგპატიჟოთ, სადაც ქართველ გლეხს მოუსმენთ, რომ ღირსებასა და თავისუფლებას არაფერი ჯობია.

ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა. საღამოს 8-ისთვის თუ შემომეხმიანებით კაი 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართულ გენიას, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე და ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე

კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით. მერე იქნებ გაითავისოთ და გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანას თითის ქნევით არ უნდა დაელაპარაკო, თორემ მიიღებ იმ შედეგს, რომ მხოლოდ ლომჯარიები და გიგაურები იქნებიან თქვენი მასპინძლები.”, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ყოფილი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ესწრება, ზარქუამ აღნიშნა, რომ ის“ნაცების” ლობისტია და “ეტყობა, პროგრამაში ასე ეწერა”.

“იმდენად უავტორიტეტოა და იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა თავისი პოლონელი მოსახლეობისთვის, რომ ევროპარლამენტში არ აირჩიეს და თამაშგარე, ბორტს მიღმა დარჩა. ის ხომ “ნაცების” ლობისტია და ეტყობა, პროგრამაში ეწერა. რა დროს ფოტიგაა? მან თავის ქვეყანას მიხედოს. სანქციები უნდა დაგეწესებინათ რუსეთისთვის და რანაირად არის პოლონეთიდან ვაჭრობა აღმატებულ ნოტაში გაქვთ. რა ხდება ეს? მიუღებელია ქალბატონო ანა. ამას არ გაგიტარებთ და ყოველთვის გეტყვით თქვენც, კუბილიუსსაც და დანარჩენებსაც. ლატვია, ლიტვა და პოლონეთი პირველ ადგილას არის რუსეთთან ვაჭრობაში და ჩვენ გვეუბნება სანქცია დაუწესეთო. ძალიან ცუდად ჩანს, თორემ ჩვენ მაშინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით, თქვენ რასაც წარმოადგენდით. უბრალოდ, თქვენთვის არის ცუდი, მაინც ევროპელი სტუმარი ხართ”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

,,ინტერპრესნიუსი”

თეგები: ირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved