თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მნათქვამი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მარტვის სამსახურში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.
შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.
ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები