• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საგადასახადო დავალიანების მქონე პირების და კომპანიების მონაცემები სუს-ში – ახალი ფაილები

ალია ავტორი - ალია
10:24 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ნანული ჩაჩუა  – ფლობს სასოფლო სამეურნეო მიწას. მის შვილს, თეონა ჩაჩუას 2020 წლის ოქტომბერში 30 ლარი აქვს მიღებული ქართული ოცნებიდან. ნანული ჩაჩუას ქმრის, გარდაცვლილი ჯემალ ჩაჩუას ბიზნესპარტნიორი გიორგი ჭიკაიძე მუშაობს საქართველოს დაზვერვის სამსახურში. ჯემალ ჩაჩუას ბიზნესპარტნიორია ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს წევრი – შალვა ოგბაიძე”

ნანული ჩაჩუა შაბათის ფორმულას ინტერესის საგანი იმიტომ გახდა, რომ მის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალებში იძებნება. თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის, ვერც იმას ხვდება, რატომ შეიძლება აინტერესებდეს ის და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, მასალებიდან, რომელიც წყარომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ფორმულას მიაწოდა, ირკვევა, რომ ლილუაშვილის უწყება კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული მიზნისთვის სწავლობს.

მასალებში ინახება ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, ვისაც საგადასახადო დავალიანება აქვს ან ოდესმე ჰქონია. წყარო გვიყვება, რომ ამ ადამიანებს სოლიდური თანხები, წინასაარჩევნოდ ჩამოაწერეს.

ფიზიკური პირების გარდა, სუს-ის ფაილებში კომპანიებიც მოხვდნენ. მასალა იმდენად მოცულობითია, რომ ყველას გადასამოწმებლად თვეებია საჭირო. ამიტომაც, შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას მიაკითხა. გადამღებმა ჯგუფმა მიაგნო ისეთებსაც, რომლებიც ფარულ კონტროლში პრობლემას ვერ ხედავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ენდობიან, თუმცა, როგორც ჩანს, სუსი არ ენდობა მათ, რადგან ფარულად და უკანონოდ მაინც უსმენს.

სუს-ის მასალების მიხედვით, შევარდნაძის მთავრობის პოლიციის უფროსის სოსო ალავიძის კომპანიის ინტერსექიურითი ჯორჯიას საგადასახადო დავალიანება 400 000 ლარამდეა. თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ ეს ხარჯები კრედიტის საშუალებით თვითონვე დაფარა. შევარდნაძის მთავრობის ოდიოზური ფიგურა, რომელიც ახლა სუს-ის კონტროლის ქვეშაა აყვანილი, ე.წ. ჰუმანური ნაბიჯების მიღმა ქვეტექსტებს ან არ ან ვერ ხედავს. აშკარაა ისიც, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვისა თუ დაშინებისთვის, ლილუაშვილის უწყების უკანონო მანიპულაციებში ყველა, მათთვის საჭირო სახელმწიფო ორგანოა ჩართული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად არჩევს და შემდეგ თავადვე აკონტროლებს იმ პირებს, რომლებსაც შემდეგ არჩევნებზე ასაქმებს. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ მასალებში შეხვდებით ასეულობით ადამიანსა და მათ პირად ინფორმაციას, რომელსაც სუსი შემდეგ საჭიროებისამებრ იყენებს.

ადამიანები კონკრეტული სახელებით და გვარებით სუს-ის ობიექტივში ყოველდღიურად ხვდებიან. მათ უყურებენ, აკონტროლებენ, უღებენ, სწავლობენ – და ასე დაუსრულებლად, არჩევნებიდან არჩევნებამდე – იმ მიზნით, რომ შემდეგ მოისყიდონ, დააშანტაჟონ  და დააშინონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved