• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს – შემოსავლების სამსახური

ალია ავტორი - ალია
13:53 06-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ფოთის პორტში, გემით, სანქცირებული საწვავის შემოტანის შესახებ“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები და ის ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა“.

აღნიშნულის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 7 ივნისს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია ,,ფორმულას” მიერ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების მისაღებად, აღნიშნულმა ტელეკომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმდინარე წლის, 4 ივნისს, წერილობით მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია.

ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპონდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება.

რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში. შესაბამისად, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. ცხადია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დავალების/დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური/სანდო/გამჭვირვალე წყაროებით, რომლებიც არაერთხელ იქნა მითითებული/დასახელებული თავად უწყების მიერ.

დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

აღნიშნულ პროცესს მაღალკვალიფიციური და სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიერ, არაერთხელ გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში კვირაში შვიდი დღე ახორციელებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved