სადგურის მოედნის მიმდებარედ ღამით, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო და სამართალდამცველები, გამტაცებელს ეძებენ.
პოლიციამ გადამოწმების მიზნით, შეიარაღებული პირის გაჩერება სცადა, რომელიც მოთხოვნას არ დაემორჩილა.
შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის კუთვნილებაში არსებული ავტომანქანა გაიტაცა, მოგვიანებით კი ავტომობილი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ე.წ. იტალიურ ეზოში დატოვა და ადგილიდან მიიმალა.
გამტაცებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ის სამართალდამცავების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: „მეტრონომი“
კომენტარები