ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს. მისი თქმით, შეთავაზების მიუხედავად, ნაკრების მწვრთნელობაზე რამდენჯერმე უარი განაცხადა.
„სამწუხაროდ, სადაც მე მინდა, ისინი არ მეძახიან, იქ, სადაც მე არ მინდა და გინდა თუ არა, იმათ უნდა, მე ჩემი რაღაც პირობები მაქვს. არ შეიძლება მიხვიდე და ელოდო, რა შეიძლება ამ ადამიანებმა ხვალ, ზეგ გააკეთონ.
ნოდარ ახალკაცმა, უმცროსმა, შემომთავაზა ნაკრების მწვრთნელობა, ლევანტეში რომ დავამთავრე ფეხბურთი, პირადად ჩამოვიდა ჩემთან ვალენსიაში და მითხრა. ვუთხარი, არ მინდა-თქო. ეს პირველი შემთხვევა კი არ არის. კუპერმა 12 თამაშიდან 9 წააგო და 3 ფრე ითამაშა. ქეცბაია მოვიდა და პირველ წელს თამაში არ წაუგია. 7-ზე მეტი თამაში იყო და ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც თამაში არ წაუგია.
მერე ფაქტობრივად თამაში არ გვქონია და რამდენი პრობლემა გვქონდა“, – ამბობს არველაძე.
კომენტარები