• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადამკვირვებლო მისიამ აღრიცხა 82 ტანკი, 38 საარტილერიო ქვემეხი, 10 თვითმავალი ჰაუბიცა. დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში სეპარატისტებმა სამხედრო ტექნიკა დაამატეს!

ალია ავტორი - ალია
12:13 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

გამოიყვანეს უკრაინაში, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში სეპარატისტულმა ძალებმა სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული გამოიყვანეს.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ სამხედრო ტექნიკა აღრიცხა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღების შენახვისთვის გამოყოფილი ადგილმდებარეობის საზღვრებს გარეთ.

სადამკვირვებლო მისიამ აღრიცხა 82 ტანკი, 38 საარტილერიო ქვემეხი, 10 თვითმავალი ჰაუბიცა. სამხედრო ტექნიკა განლაგებულია ხუთ პოლიგონზე.

15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. 16 თებერვლის განცხადებით კი, სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულეს და მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში ბრუნდებიან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად მოსკოვის მიერგავრცელებული ინფორმაციისა, რუსული სამხედრო ძალები უკან არ დახეულან და ისინი კვლავ რჩებიან უკრაინის საზღვართან ახლოს. 

აღასანიშნავია, რომ ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში რუსეთის ძალების უკრაინის საზღვრებიდან გასვლას ვერ ხედავენ და პირიქით, რუსეთს ამ მიმართულებით დამატებით სამხედროები გადმოჰყავს.

“რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. რასაც ვხედავთ არის, რომ მათ გაზარდეს სამხედროების რიცხვი და მეტი ჯარისკაცი გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა”, – ამბობს სტოლტენბერგი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved