კორონავირუსის ახალი, 3 141 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1648 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 438, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 132, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 139, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 410 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 377 597, გარდაიცვალა 5 751 პაციენტი.
კომენტარები