• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ალია ავტორი - ალია
12:52 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პარლამენტის შენობის წინ, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის 101 წლისთავთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა” და “ანტიკორუფციული მოძრაობის” ორგანიზებით გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანoს წინ წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა, რომელიც შინაარსობრივად ასახავს იმ ზიანს, რაც რუსეთმა ისტორიულად საქართველოს მოუტანა. ფოტოებზე გაკეთებულია მინაწერები: “მსხვერპლი”, “პოლიტიკური ტერორი”, “სტალინის პირადი ვენდეტა”, “პროპაგანდა მეხსიერების წინააღმდეგ” და ა.შ.

ისტორიკოსის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენლის, ირაკლი ხვადაგიანის თქმით, „ანტიკორუფციულ მოძრაობასა“ და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გადაწყვიტეს გამოფენითა და აქციით გაეხსენებინათ ის მოვლენა, რომელიც საბჭოთა კავშირს უკავშირდება და ეს იმ ფონზე, როდესაც ფრონტის ხაზი დღეს უკვე უკრაინაზე გადის.

“თანამედროვე რუსეთი პირდაპირ და ღიად აანონსებს დაპყრობით ომებსა და ძველი იმპერიული “დიდების” აღდგენას. ამ ფონზე, ცხადია, როგორც 101 წლის წინ, საქართველო დღესაც მსხვერპლთა სიაშია. დიდი ხანია ვხედავთ, რამდენად დომინირებს რუსული რბილი ძალა. უკვე საგანგაშოა სიტუაცია, როდესაც არამხოლოდ რბილი ძალა, არამედ აქტიურ მოქმედებებსაც უნდა ველოდოთ. ამის პარალელურად მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს რუსულ სამყაროში ყოფნა. ეს ნიშნავს ეროვნული კულტურისა და ცნობიერების განადგურებას, სახელმწიფოებრიობის მოსპობას და ჩვენს ჩამორჩენას, მინიმუმ, ერთი საუკუნით,” – განაცხადა ხვადაგიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved