“ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:
“[საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის] მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცები გადააწყვეტინებენ”, – თქვა კობახიძემ “იმედის” ეთერში.
კომენტარები