დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.
“პროცესი ჩანიშნულია ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მოხერხდება თუ არა მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბუნებრივია, არის ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცეს საშუალება სხდომაში მონაწილეობისა და აუცილებელი გახდეს სხდომის გადადება, თუმცა სურვილი აქვს დაესწროს”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.














კომენტარები