• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილს მე უდანაშულოდ არ ვთვლი, დამნაშვეა, მაგრამ არის პოლიტიკური პატიმარიც“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:41 02-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,682

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

– ლაშა, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ რუსეთ–უკრაინის ომში, ამ ეტაპზე რუსეთს აქვს უპირატესობა, საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. კობახიძის ნათქვამს, საქართველოს ხელისუფლების მიერ, რუსული პროპაგანდის გამეორებად თვლიან. თქვენ რას იტყვით?

– უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ქართული ოცნება“ გახდა ღიად პრორუსული. ნათელი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოზიციების  ე.წ. გამხმოვანებელი ლიდერები თავს აწონებენ რუსულ მხარეს, რადგანაც მათ რუსეთის გარდა პატრონი თუ პარტნიორი ვერც წარმოუდგენიათ და მათ  სხვა არც არავინ  უპატრონებს. რუსეთი სჭირდებათ, რომ კვლავ მიიტაცონ ძალაუფლება გაყალებული არჩევნების, არასამართლიანი საარჩევნო სისტემის, არასამართლიანი სასამართლოს მეშვეობით, რაც სამწუხაროდ, უკვე ტრადიციაა ჩვენთან. სამართლიანი სასამართლოს დაპირებით მოსული ხელისუფლება ვერ ელევა იმ უკანონობებს, რის გამოც წინა ხელისუფლება გადაირჩია ხალხმა. ის მოსამართლეებიც კი არ შეცვალეს, რომლებიც ათასგვარ უკანონობას აკანონებდნენ და „ნაცმოძრაობის“ მმართველობის კრახის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად იქცნენ. ეს მოსამართლეები ახლა საკუთარ სამსახურში ჩააყენეს და ისევ უკანონობას სჩადიან უკვე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. შეინარჩუნეს უსამართლო საარჩევნო სისტემაც. ამ რეჟიმში აგრძელებენ ცხოვრებას და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რომ ღიად  ეთამაშებიან პუტინს, მის დავალებებს ასრულებენ. ვერ ხედავენ საკუთარ მომვალს ვერც ევროპასთან, ვერც ამერიკასთან პარტნიორულ ურთიერთობაში, რადგან არც ერთი არ აპატიებს, რომ მოსამრთლეები კანონს კი არა, ერთი კაცის, ივანიშვილის სურვილებს ემსახურებიან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია, ამგვარი მმართველობის პირობებში, შუძლებელია, მიღწევადი გახდეს. ერთადერთი, ვისთანაც თავი აქვთ მოსაწონებელი, ეს ვლადიმერ პუტინი და მისი რუსეთია. გამოდის, რომ ივანიშვილი საკუთარი ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნების საფასურად, მზად არის, ეს ქვეყანა ჩააბაროს მტერს. კობახიძე იქნება თუ ღარიბაშვილი, იმას ახმოვანებენ, რასაც  მათ ივანიშვილი ჩასძახებს.

– კოლაბორაციონალისტური ხელისუფლება გვყავს, რომელიც რუსეთისკენ მოგვქანებს, ეს აშკარაა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპას და ამერიკას დაგვაშორონ. ამ ფონზე, ჩვენი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტი ამერიკაში, მისი შეხვედრა   ამერიკის თავდაცვის მინისტრთან ლოიდ ოსტინთან და ამერიკელთა მიერ ჩვენთვის გამოყოფილი,  თუნდაც მცირე,  33 მილიონიანი დახმარება, არ ჯდება ამ ხელისუფლების სტრატეგიულ გეგმებში,  მის მიერ განსაზღვრულ  საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, რაღაც ალოგიკურია ეს ფაქტი.  რას უნდა მივაწეროთ მომხდარი, რა ახსნას მოუძებნით?

– რაც შეეხება ამერიკულ დახმარებას, მადლობის მეტი რა გვეთქმის ამერიკის ხელისუფლებისთთვის. ვფიქრობ, ივანიშვილი ცდილობს, ბოლომდე არ დაწვას ხიდები დასავლეთთან და გარკვეული პროდასავლური ელფერი მაინც შეინარჩუნოს. დასავლეთის პოლიტიკაც, ჯერჯერობით, ასეთია – ივანიშვილს შანსს აძლევენ, მობრუნდეს დასავლეთისკენ და ხელი აიღოს რუსეთთან პარტნიორობისგან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. დასავლეთის ღია გინების მერე, ბევრი არაფერი შანსი დარჩა ხელისუფლებას ურთიერთობის რაღაც დონეზე დასალაგებლად. ჯერჯერობით, ასეთია დასავლეთის პოლიტიკა.

– ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთი  განცხადება გააკეთა. თუ სააკაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულებებს, რის გამოც ციხეში ზის და პირობას დადებს, რომ  პოლიტიკაში აღარ დარჩება, მაშინ შესაძლოა, მისი ამნისტიით გათავისუფლების საკითხი განვიხილოთო. მოკლედ, თუ პოლიტიკურად თავს მოიკლავს, შეიძლება გავუშვათო?

– არასერიოზულიაა ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც დაიმსახურეს, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს ჩადენილი დანაშულებებისთვის. კობახიძის ეგ განცხადება პოლიტიკურია, პირდაპირ  ამბობს, თუ პოლიტიკიდან წავა, მაშინ შეიძლება გავუშვათო. ეს სააკაშვილის პოზიციებს აძლიერებს სტრასბურგის სასამართლოში, სადაც  ჩივილს აპირებს და სხვასთან  ერთად იმის დამტკიცებას, რომ პოლიტიკური ნიშნებია მის საქმეში. ამგვარი პოლიტიკური განცხადებები, სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე ღარიბაშვილსაც აქვს გაკეთებული და ისინი აძლიერებენ პოლიტიკურ კომპონენტს სააკაშვილის საქმეში. პოლიტიკური პატიმარი არ მიშნავს იმას, რომ ადამიანი უდანაშაულოა. სააკაშვილს მე უდანაშულოდ არ ვთლი, დამნაშვეა. შესაბამისად, სააკაშვილი არის ერთდროულად სამართლებრივი და პოლიტიკური პატიმარიც. ბევრი სამართლებრივი პრეტენზია არსებობს სააკაშვილის მიმართ, რომლებიც უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ და არა მისმა შექმნილმა ჯალათმა მოსამართლეებმა, ლევან მურუსიძის თამადობით. მერე, სააკაშვილის პირადი ცხოვრების გასაჯაროებული კადრები, „შუმოკების“ მოწყობაც, მის წისქვილზე  ასხამს წყალს იმ გაგებით, რომ კი, მას ჯანმრთელობა დაუზიანდა, მაგრამ ამის გარდა, ხელისუფლება იმგვარ რაღაცებს აკეთებს, რომელი ქმდებებიც, განცხადებებიც შეიცავენ პოლიტიკური დევნის ნიშნებს. აქ ორი პრობლებაა. ერთი სასამართლო, რომელსაც არ ენდობა არც  „ქოცი“, არც „ნაცი“ და არც არავინ ჯანსაღად მოაზროვნე. მეორე პროლემაა ის, რომ ამ  ადამიანთან მიმართებაში, დაკავების დღიდან, ბევრი საერთაშორისო და ჩვენი კანონი ირღვევა. სასამართლოში მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მიჰყავთ, ხან მოიპარავენ, ხან გაიტაცებენ, ხან განცხდებებს აკეთებენ, თუ კარგად მოიქცევი, მაშინ გაგიშვებთო. ეს არანაირ კანონში არ სწერია. ყველა ადამიანი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, პოლიტიკაშია თუ არ არის პოლიტიკაში. ასეთი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ ივანიშვილიც, სააკაშვილიც და სხვებიც. ამისთვის მიბრძოლია მთელი ცხოვრება და ბოლომდე ვიბრძოლებ. ერთს დავამატებ – ივანიშვილს არ უნდა, რომ სააკაშვილი იყოს  სრულფასოვნად და ყველასთვის სარწმუნოდ გასამართლებული. მას ურჩევნია, სააკაშვილი ყოველთვის ჰყავდეს პოლიტიკურ საფრთხობელად და  სურს, მისი  ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც მცირე, თუნდაც ჰიპოთეტურმა  შესაძლებლობამ  იარსებოს, რომ კვლავ შეაშინოს მისი დაბრუნებით ხალხი. 10 წელი, ძირითადად, ამის ხარჯზე მოახერხა ხელისუფლებაში დარჩენა და ამ მომგებიანი თამაშის ხელიდან გაშვება არ უნდა. ივანიშვილს აინტერესებს ქვეყანაში პოლიტიკური ვაკხანალიის შექმნა, რათა გაიხანგრძლივის მმართველობა და ის და უარესებიც აკეთოს, რასაც აკეთებდა სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ერთი შეწვი, მეორე მოხარშეო, მაგათზეა ნათქვამი.

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved