• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილს გვერდით უნდა ეჯდეს ბიძინა ივანიშვილი და მაშინ იქნებოდა სამართლიანობა“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
20:43 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შესახებ მინდა გკითხოთ – კი, მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ყურადღებას იმსახურებს ეს მოვლენა, მაგრამ ისეთი ამბავია ატეხილი, თითქოს ერთი პარტიის კი არა, საპარლამენტო არჩევნები მოდის…

– სიმართლე გითხრათ, სხვა პარტიის შიდა საქმეებში ჩარევა, დიდად არ მეხალისება. რაც უნდათ, ის უქნიათ, ვინც უნდათ, ის აურჩევიათ. ზოგადად, ამის დრო არ არის და ეს საკითხი მთავარი თემა არ უნდა იყოს ქვეყანაში. ამაში ნამდვილად გეთანხმებით. თავზე გვემხობა ქვეყანა და 24 საათი იმაზე ლაპარაკი, ვის რა გაახსენდა და ვის  რა მოუნდა ერთ კონკრეტულ პარტიაში, არ არის სწორი. მმართველი პარტია რომ იყოს, ცხადია, ფართო და ხანგრძლივი განხილვის საგანი ბუნებრივად იქცეოდა და არა ხელოვნურად. ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშეა და რა დროს ეს არჩევნები იყო. ყოფნა-არ ყოფნის წინაშე ვართ, შეიძლება დავკარგოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და საერთოდ, ქვეყანაც. რა დროს შიდა პარტიული გარჩევები იყო?!

– „ნაცმოძრაობამ“ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი წამოსწია წინ ამ არჩევნების წინ. მათ კისერზე ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცოდვაა. ასეთებს ემიჯნებიან ან მალავენ მათთან კონტაქტებს. ესენი პირიქით იქცევიან. რა უნდათ?

– ეს მათი საქმეა. აქ უნდა ყოფილიყო ერთიანობა ოპოზიციისა. „ნაცმოძრაობა“ ახლა შიდა გარჩევებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, უნდა გამოსულიყვნენ პარლამენტიდან მათი დეპუტატები, უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ერთიანი მაგიდა, როგორიც იყო. სწორედ მაშინ წამოვიდა ხელისუფლება დათმობებზე და არა შიდა გარჩევების დროს. რად უნდა ლაპარაკი, რომ რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საბოლოოდ ასე გამოდის. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების შიდა გარჩევები, საერთოდ არ ანაღვლებს ეს ხალხს.

– სააკაშვილი სასამართლო პროცესზეც არ მიიყვანეს კლინიკიდან. ბევრი ფიქრობს, იმდენად მძიმე დღეშია, რომ საზოგადოებას მისი მძიმე მდგომარეობა არ ანახეს და იმიტომ ჩაატარეს სხდომა მის გარეშე. თუმცა, ხელისუფლება ამას უარყოფს…

– არ ვიცი, რასაც ამბობენ მისი თვითმხილველები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმ სამედიცინო დასკვნებს, რასაც აქვეყნებენ, იქიდან ისე გამოდის,რომ ეს არის მკვლელობა. სახელმწიფო შეგნებულად კლავს ადამიანს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დამნაშავეა თუ არა, ეს სხვა საკითხია. ის არის პოლიტიკური პატიმარი. ადამიანი თუ პოლიტიკური პატიმარია, ეს არ გამორიცხავს მის ქმედებაში დანაშაულს. შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და პოლიტპატიმარი იყო. შერჩევითი და პოლიტიკური ნიშნით სამართალწარმოების შედეგია  პოლიტპატიმარი. ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილს გვერდით უნდა ეჯდეს ბიძინა ივანიშვილი და ბევრი კიდევ სხვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან. აი, მაშინ იქნებოდა სამართლიანობა.

 

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved