• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დახმარებაზე” – იუსტიციის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
23:13 10-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა,რომ მიხეილ სააკაშვილს მთელი პატიმრობის მანძილზე არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო დანიშნულებაზე და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე, ამომრჩევლის ნებით მანიპულაციის ნიმუშია.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მან  შეწყვიტა მკურნალობა და უარი თქვა მკურნალობის გაგრძელებაზე, არის მტკნარი სიცრუე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, პირველ რიგში, და შემდეგ – დანარჩენ საზოგადოებას”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ასრულებს ექიმების ყველა რეკომენდაციას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ენერგია; სხვადასხვა განცხადება კი, რაც კეთდება, მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნებით მანიპულაციას.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე… ჩვენ ვიხილეთ დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ვინც კი ხმას მისცემს სხვა ძალას, ის ხელს აწერს სააკაშვილის მკვლელობას. ეს არის სრული ძალადობა საზოგადოებაზე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.

მინისტრის თქმით „მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი ითქვა მკურნალობაზე – ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში”.

თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved