• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილმა თქვა, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას, ხოლო ვინც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავს, მონაწილეობს მის ფიზიკურ განადგურებაში”- ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:51 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“სააკაშვილმა თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გააზრებული აქვს და დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათიღაა დარჩენილი. 

“საზოგადოებას მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები – ან ირჩევ ღარიბაშვილის გზას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ან ირჩევ მეუფე გრიგოლის გზას, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა სააკაშვილის გლოვა, მით უმეტეს იმ პრეზიდენტის, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის.

სააკაშვილს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ქვეყანაში ჩამოსვლით. მან თქვა, რომ ხვალ ქართველი ხალხის ხელშია მისი ბედი. ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ის ერი, რომელიც მის პრეზიდენტს, მისი პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლის განადგურებას უყურებს მშვიდად და ღარიბაშვილივით ხელს მოაწერს მის მკვლელობას.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამაში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს. დაწუწუნება ან მსგავსი ამ ორი საათის განმავლობაში არ მომისმენია. ის ქართველ ხალხს ამხნევებს და ელოდება, რომ ხვალ მისი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას არა რუსების სასარგებლოდ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მკვლელების გულის გასახარად, არამედ ჩვენი სამშობლოს გასახარად,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

ამასთან, ხაბეიშვილი მმართველი გუნდის წევრების იმ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც მათთვის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მიზეზი უცნობია. 

“აუცილებლად უნდა ვთქვა, ღარიბაშვილის და ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომელიც ამბობენ, რომ რატომ შიმშილობს სააკაშვილი, ვერ გაიგეს. სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას ამ დრომდე არ ეძლევა სასამართლოს უფლებაც კი. ხელისუფლებას ვიზუალურად სააკაშვილის გამოჩენისაც კი ეშინია. ამ დრომდე სააკაშვილს არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი ხმის გაგონებისაც ეშინია. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი არ შემოუშვეს ქვეყანაში. სააკაშვილის უფლებები ირღვევა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved