„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს.
აქცია 21 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება და მას როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს იქნება მორიგი მშვიდობიანი აქცია მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ხვალ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება.
ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ეს მის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.
კომენტარები