• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს: „მიმართეთ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს!“

ალია ავტორი - ალია
17:50 03-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას აქვს გეგმა და რესურსები, რომ ცხელ წერტილებში ჩარჩენილი ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, საქართველოში უფასოდ დააბრუნოს.

მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის უარის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების გეგმას მთავრობა ბლოკავს.

პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, შეთავაზებიდან 24 საათის შემდეგ, საქართველოს მთავრობის უარი ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” წარმომადგენლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ბუნკერში მყოფი ივანიშვილის” პასუხს ელოდებოდნენ.

სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს მიმართა, რომ მოსთხოვონ პრემიერ გახარიას მისცეს უკრაინულ ავიაკომპანიას საქართველოში შემოსვლის უფლება. მისი თქმით, სხვა ყველაფერი მან უკვე მოაგვარა.

“24 საათის მოცდის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ეტყობა სანამ ბუნკერში მყოფ ივანიშვილს დაეკითხებოდნენ, უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე – დაუყოვნებლივ ჩამოვიყვანოთ 1000 ქართველი, ვინც ახლა ევროპაშია. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დამატებით 4 000-ის ტრანსპორტირება მოხდება თვითმფრინავით. 5000 ადამიანს ავტობუსუთ ჩამოვიყვანოთ საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

უკრაინული მთავარი ავიაკომპანია „sky up” მზად არის და ჩანიშნული აქვს რეისები ვარშავადან 31-ში, ბერლინიდან პირველ აპრილს, რომიდან ორში, ბარსელონიდან სამში. შემდეგ კიევიდან და ჰოლანდიიდან არის საშუალება მასობრივად ჩვენი ხალხის გამოყვანის.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ამას ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ, იმ ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებსაც უყვართ საქართველო და პატივს მცემენ მე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არცერთი სამშობლოში დაბრუნება ევრო არ დაუჯდებათ. არანაირი 190-200 ევრო, უფასოდ მოგვყავს ჩვენი ხალხი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ამ შემოთავაზებას.

საქართველოს მთავრობისგან ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი: თვითმფრინავების დაშვების უფლება, თანამშრომლობა ხალხის კარანტინში გაგზავნისთვის, რომ დანარჩენ მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არიან გაჭედილები. ჩემი შეთავაზება ძალაშია. დაუყივნებლივ მიმართეთ საქართველოს მთავრობას მოხსნან ბლოკი თქვენს სამშობლოში დაბრუნებას უფასოდ უახლოეს დღეებში ჩვენ მზად ვართ, 10 000 თქვენგანი ევროპიდან უფასოდ ჩავიყვანოთ საქართველოში. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ერთადერთი – უნდა მოიხსნას აკრძალვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მიმართეთ ბატონ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს. ჩვენ ეს შეთავაზება კვლავ გვაქვს და ვემზადებით როცა მოხსნიან ისინი ამ ბლოკს” – აცხადებს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2881668795204731/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved