• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი საწოლიდან ვეღარ დგება, ძალიან ცუდადაა – შალვა ხაჭაპურიძე

ალია ავტორი - ალია
12:28 02-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
997

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი საწოლიდან ვეღარ დგება.

აღნიშნულის შესახებ ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ახლა დრომ ათვლა სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო.

„გუშინ ვნახე, ვეღარ დგება, ვეღარ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია, ძალიან ცუდადაა. საზოგადოებას ხშრად ესმის – ცუდადაა, ცუდადააო, მეორე მხარე განცხადებებს აკეთებს, რომ ეს ტყუილია, თუმცა, გავრცელებულმა კადრებმა თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას, რა მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ 14 დეკემბრამდე გვაქვს მისი იქ ცხოვრების ვიდეომასალა გამოთხოვილი, ამასაც მისი თანხმობით გავასაჯაროებთ და როცა აპელაციაში დაიწყება საქმის მასალების განხილვა, შემდეგ კადრებსაც მოვითხოვთ. იმაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ახლა საზოგადოება უყურებს.

მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში აცხადებდა, რომ სააკაშვილს გულყრის ეპიზოდები არ ჰქონია და რომ ეს მხოლოდ მისი გადმოცემით იყო. მოსამართლემაც აღნიშნა, რომ ექიმები გულყრის ეპიზოდებს არ ადასტურებდნენ. ჩვენ 8 გულყრის ეპიზოდი ვიცოდით, დანარჩენი თვითონ სააკაშვილსაც არ ახსოვს და არც ავადმყოფობის ისტორიაშია აღწერილი, ამ დროს, ვიდეო კადრებში გულყრის ეპიზოდები ჩანს. ახლა ჯგუფი ზის და ვიდეომასალას ამუშავებს, კიდევ რამდენიმე გულყრის ეპიზოდი დაფიქსირდა.

17 მეცნიერი იყო საქმეში ჩართული და დადო თავისი დასკვნა. ამის საპასუხოდ, სასამართლოში გაყალბებული საექსპერტო დასკვნა მოიტანეს, რომელიც კიდევ კარგი, მოსამართლემ საერთოდ არ გამოიყენა თავის გადაწყვეტილებაში, საერთოდ არ შეეხო, იმდენად უსუსური დასკვნა იყო. მეორე მხრივ, ნინო ნადირაძე მოიყვანეს სასამართლოში, რომელმაც არაფერზე პასუხი არ გასცა, ამბობდა, ეს ჩემი საქმე არ არის, ისტორიებს არ ვიცნობო. გაგვართო და თქვა, სააკაშვილი არ ჭამს, თორემ ყველაფერი კარგად არისო. რა კავშირშია კვება დემენციასთან და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved