• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს – ნონა მამულაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:30 12-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს.

„დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ, რუსეთის უკანა ეზოდ. ქვეყნად, სადაც ქართული სახელისა და გვარის მქონე რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოძმე უკრაინის პრეზიდენტის, თავისუფალი სამყაროს მორალური ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას დასცინიან და აქილიკებენ. ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის, მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება.

ის, რომ ქართული ციხე სინამდვილეში რუსეთის კაგებეს საკანია, ბოლო კადრებმაც ყველასთვის თვალსაჩინო გახადა. მისი გადაყვანის თუ არ გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა, არამედ რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინი. სცენარი იგივეა, რაც 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ: ქართული საზოგადოების დახლეჩა და ერთმანეთზე გადაკიდება, ცნობილი რუსული პრინციპით ნაკარნახევი, რომ, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ ტანკით, იმას თავად გააკეთებენ ქართველები ერთმანეთთან დაპირისპირებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გულხელდაკრეფილი ვისხდეთ და ოლიგარქიულ რეჟიმს გავანადგურებინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი. ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს იმ ტვირთით, რაც, ინერტულობის გამო, 30 წელიწადში მეორე პრეზიდენტის მკვლელობას ნიშნავს.

ყველანაირი იმედი, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანს და გადაარჩენს, ფუჭია. ყველანაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია. სალომე ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზეც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ სიგუას მადლობა გადაუხადა კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის.

ჩვენ დღეს ყველანი ომში ვართ, როგორც არ უნდა გვიძახოს ხელისუფლებამ, რომ ომი ავიცილეთ. ომს თავისი პირობები აქვს, მათ შორის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ტყვეობიდან დახსნასაც. მით უმეტეს იმ მოქალაქეების, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქვეყნის გარდაქმნასა და შენებაში. სწორედ ამიტომ, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას, დრო არ დაკარგონ მარიონეტულ ხელისუფლებასთან საუბრით, არამედ ესაუბრონ ამ მარიონეტების რუს ხელმძღვანელობას.

მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, ის, უბრალოდ, ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე. ამ თხოვნით მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მთავრობას, რომლებთან აქტიურ შეხვედრებსაც უმოკლეს დროში დავიწყებთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved