რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მეორე სართულის სარეცხის თოკებს დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ინფო რუსთავი
კომენტარები