რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტი მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.
ამასთან, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
კომენტარები