უკრაინაში, ბელოგოროვკაში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, სადაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 30 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, მათ შორის შვიდი პირი დაშავებულია.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.
კომენტარები