უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 221 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 408 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2022 წლის 5 მაისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაიღუპა 221 ბავშვი, დაშავდა 408-ზე მეტი. ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ხერსონში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, სუმში, კიევსა და ჟიტომირში“, – აცხადებენ უკრაინის პროკურატურაში.
კომენტარები