გავრცელებული ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრ იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს. ინფორმაციას აქტივისტი არტემ კოსტიუჩენკო ავრცელებს.
ის მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს რუსებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს, 13 მარტს კი ქალაქ დნიპრორუდნის მერი.. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები