რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 219 ბავშვი დაიღუპა და 405 ბავშვი დაშავდა. უკრაინის ომბუდსმენის თქმით, დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია იმის გამო, რომ უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ძალები იბრძვიან.
პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 570 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 111 მთლიანად განადგურდა.
კომენტარები