მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია “ლუკოილის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან სეანსის შემდეგ გარდაიცვალა. ის ალკოჰოლიზმს “მკურნალობდა”.
ამის შესახებ ინფორმაცია Mash-მა Telegram-ზე გაავრცელა. მათი ცნობით, შამანმა და მისმა მეუღლემ კლიენტები მიიღეს ჩვეულებრივ კერძო სახლში და შესთავაზეს მათ შხამიანი გომბეშოთი “მკურნალობა”. სეანსის შემდეგ ბიზნესმენს გულზე პრობლემა შეექმნა. მასპინძელმა სასწრაფო არ გამოიძახა, წამალი დაალევინა და მას დაძინება ურჩია. ამის შემდეგ ის გარდაცვლილი ნახეს.
გამოცემა წერს, რომ ბიზნესმენი შამანების მომსახურებით რეგულარულად სარგებლობდა.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
კომენტარები