რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი “იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს“.
“მოქმედების დრო მოვიდა და პრეზიდენტმა ეს ნათლად განაცხადა. ის მოთმინებას კარგავს. მოთმინებას კარგავს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ომის დასასრულებლად ნაბიჯების გადადგმას დაელოდოს. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მისი დასრულება სურს“, – განაცხადა რუბიომ.
კომენტარები