რუსეთში, ტრანსბაიკალის ოლქის ქალაქ მოგოჩაში დაშვებისას Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
საოლქო მთავრობა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტი იტყობინება, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
Mi-8-ის ბორტზე სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ტყის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები