უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში შიშუა გაბატონებული, რადგან გრძნობენ, რომ მარცხდებიან.
„რუსი ტერორისტები პათეტიკურები იყვნენ და ეს წელიც უცვლელად დაიწყეს. ჩვენი ერთიანობის, ავთენტიკურობის, თვით სიცოცხლის განცდა მთლიანად ეწინააღმდეგება რუსეთში გაბატონებულ შიშს. მათ ეშინიათ. თქვენ შეგიძლიათ ეს იგრძნოთ. და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ მარცხდებიან. ვერც თვითმფრინავები, ვერც რაკეტები, ვერც სხვა რაიმე მათ ვერ დაეხმარება, იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ, მათ კი მხოლოდ შიში აერთიანებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები