რუსეთში დააკავეს იურისტი ივან პავლოვი, რომელიც ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის (FBK) ინტერესებს იცავს. ამის შესახებ დაკავებული ადვოკატის კოლეგამ განაცხადა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
“ივან პავლოვი დააკავეს, ჩხრეკა მიმდინარეობს, FSB მუშაობს. სხვა არაფერია ცნობილი”, – წერს იგი.
დაკავებული ადვოკატის კოლეგამ დაამატა, რომ პავლოვი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინასწარი გამოძიების მონაცემთა გამოქვეყნებას.
აღინიშნა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა, სავალდებულო ან გამოსასწორებელი სამუშაოები, ან დაპატიმრება სამ თვემდე ვადით.
კომენტარები